Saturday, October 12, 2013

   დღე I 

  პროექტებით სწავლება იძლევა შესაძლებლობას მოსწავლეებს განუვითაროთ უფრო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდოთ სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა. მოდულის მსვლელობისას შევისწავლეთ პორთფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა, გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონებს,პორთფოლიოს რუბრიკებს და პორთფოლიოების ნიმუშებს. ტრენინგის ფარგლებში დავსახეთ ჩვენი ინდივიდუალური გეგმები და მოლოდინები.

   დღე I I

  ჩემი აზრით პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ დროს ვეცნობით გამოცემების ნიმუშებს, ვსწავლობთ როგორ დავგეგმოთ და მოვამზადოთ პუბლიკაცია. დღევანდელ დღეს პრაქტიკული მეცადინეობისას გავაკეთეთ პროექტის გეგმის მონახაზი, სადაც გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ამგვარმა სამუშაომ გაგვიადვილა მოგვეძებნა სწორედ ის უნარ-ჩვევები, რომლებითაც გავალთ იმ შედეგზე, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ პროექტზე მუშაობის დასრულებისას.

   დღე I I I
   
      დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ საინტერესო და პროდუქტიული იყო: დავიწყეთ პროქტზე საფუძვლიანი მუშაობა, ანუ კონრეტულად მივუთითეთ იმ შედეგებზე, რის მიღწევასაც ვაპირებთ პროექტით, ამისათვის გავეცანით კითხვების ტიპებს და შემდეგ გავიაზრეთ მოსწავლეებისთვის მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ვფიქრობ შედეგიანადაც, რადგანაც ამ კითხვების  სწორად დასმა  მნიშვნელოვნად გაუადვილებთ მოსწავლეებს (და არა მარტო) საკითხის შესწავლისა და გაანალიზებისას.
    
   დღე I V

     ჩემი აზრით თეორიული ცოდნის განმტკიცება პრაქტიკული მუშაობით საკითხის შესწავლისათვის  აუცილებელი პირობაა. დღევანდელი პრაქტიკული მუშაობა დაგვეხმარა შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრაში მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. ჩამოვაყალიბეთ საკუთარი შეფასებისა და თვითშეფასების კრიტერიუმები პროეტზე მუშაობის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. ტრენინგის ყოველი დღის დასრულების შემდეგ ჩემთვის უფრო ნათელი ხდება თუ რამდენად საჭიროა და სასარგებლოა პროექტებით სწავლება.
      

No comments:

Post a Comment